შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურსის წესით შერჩეულ 30 სტუდენტს შეხვდა. ახალგაზრდები გამოსაცდელი ვადით შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში დასაქმდებიან, ხოლო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 110 სტუდენტი სამინისტროში სტაჟირებას გაივლის. წარჩინებული სტუდენტების შერჩევა–შესწავლის პროცესი მაისის თვეში დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 500–ზე მეტი სტუდენტის განაცხადი შემოვიდა.
შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში სტუდენტთა დასაქმების შესახებ 2013 წლის იანვარში „ქორთიარდ მარიოტში“ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.