სურსათის ეროვნული სააგენტო ქვემო ქართლსა და კახეთში აგრძელებს ქიმიურ წამლობას საშიში მავნებლის - იტალიური და მაროკოული კალიის წინააღმდეგ. ამ ეტაპისთვის სულ დამუშავებულია 18 972 ჰა ფართობი, აქედან კახეთში - 14 251 ჰა, ქვემო ქართლში - 4597 ჰა; შიდა ქართლში დასრულებულია 124 ჰა-ის დამუშავება. ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილი იყო 15000ჰა ფართობის დამუშავება, თუმცა მავნებლის რიცხოვნობის ზრდის გამო, წამლობა მათ განადგურებამდე გაგრძელდება.
ქიმიური წამლობა სპეციალური სამანქანე დანადგარებითა და ავიაციის გამოყენებით ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, სადაც 2 სამანქანე დანადგარი და 2 საავიაციო ეკიპაჟი მუშაობს. სააგენტოს 3 ეკიპაჟი მუშაობს ქვემო ქართლში - მარნეულის, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.
მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილი იყო 15 000 ჰექტრის დამუშავება, მაგრამ მავნებლის რიცხოვნობის ზრდის გამო ქიმიური წამლობა კვლავ გრძელდება.
ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა" ფარგლებში ხორციელდება.
იტალიური და მაროკოული კალია მცენარეთა განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.