ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის ფორმატში სხვადასხვა საარჩევნო საკითხები განიხილებოდა. შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის ფორმატი.
საარჩევნო ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ამ შეხვედრით შეიქმნება ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ დაეხმარება საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის მიზნებისა და მიმართულებების განსაზღვრაში;
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შეხვედრების პრაქტიკა 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესის დროსაც არსებობდა.