ცესკომ ნაძალადევში, ბაღდათსა და სამტრედიაში შუალედური არჩევნები 27 აპრილს დანიშნა

ცესკომ ნაძალადევში, ბაღდათსა და სამტრედიაში შუალედური არჩევნები 27 აპრილს დანიშნა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განკარგულება ცესკომ 15 თებერვალს ჩატარებულ სხდომაზე მიიღო.

27 აპრილს არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში შედგება. 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამ ოლქებში გამარჯვებულ დეპუტატებს - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს ვადამდე შეუწყდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლასთან დაკავშირებით.