ბოლო დროს საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება არასწორი ინფორმაციები ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ფინანსური, ტექნიკური და მათ შორის სოციალური ზემოქმედების შესახებ, რაც საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს.
ხუდონჰესის პროექტის განმხორციელებლი კომპანია „Trans Electrica Ltd“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პროექტის სოციალური ზემოქმედების შეფასება ჯერ კიდევ დაზუსტების ეტაპზეა. კომპანიის დაკვეთით წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ანხორციელებს ამ სამუშაოს, რისი დასრულების შემდგომ „Trans Electrica Ltd“ საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად ამ მასალებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას და განასაჯაროებს.