თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს დებატებში იწვევს

თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს დებატებში იწვევს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს დებატებში იწვევს.

როგორც წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მას სურს კუბლაშვილთან ისაუბროს დღევანდელი მართლმსაჯულების შესახებ.

„კუბლაშვილს კიდევ ერთხელ ვიწვევ დებატებში, რათა დღევანდელი მართლმსაჯულების შესახებ და იმ მდგომარეობის შესახებ ვისაუბროთ, რაშიც თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქართული მართლმსაჯულება ჩააგდო. იგი დღემდე არ თანხმდება ამას ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, როდესაც პროკურატურა ამა თუ იმ ბრალდებულის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, "კუბლაშვილის სასამართლო მათ გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს".

"კუბლაშვილის სასამართლო და 4-5 მოსამართლე, რომელთა ხელშიც ხვდება ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით ეს საქმეები, ჩვენს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ცვლის გირაოთი. იმედი მაქვს, რომ გირაოთი გამოსული ბრალდებულები ბოროტად არ ისარგებლებენ და ამ მდგომარეობას მტკიცებულებების გასანადგურებლად და მოწმეებზე გავლენის მოსახდენად არ გამოყენებენ", - აცხადებს