30 იანვარს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეაში შედგება ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატის, ბესიკ ხარანაულის ახალი წიგნის „მთავარი გამთამაშებელი“ პრეზენტაცია.
ახალ წიგნს საზოგადოებას თავად ავტორი, ბესიკ ხარანაული წარუდგენს.
პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს ასევე ექნებათ საშუალება, ნახონ ქეთევან სადღობელაშვილის დოკუმენტური ფილმი ბესიკ ხარანაულის შესახებ
გთხოვთ მობრძანდეთ!
„ეს წიგნი ბესიკ ხარანაულის 50 წლიანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილიცაა და რაღაც ახალიც.... ვისთვისაა ეს წიგნი? - სხვა არაერთ კითხვასთან ერთად, ერ¬თი ასე¬თი კითხვაც ისმის ბესიკ ხარანაულის ახალ კრებულში და სა¬ეგე¬ბიო პასუხიც იქვეა: "ეს წიგნია დაეჭვებულთათვის, ვინც მიწას ფეხის¬გუ¬ლებით გრძნობს და ჰაერს ყურის ქალამნებით! სამედაშენოა ეს წიგნი, მკითხველო!" (წიგნის წინასიტყვაობიდან)
წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.