საქართველოში ორი განსხვავებული სამყაროა - მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.
კანონმდებელის განცხადებით, ერთი მხრივ, სტრასბურგში სააკაშვილის გამოსვლით, ხოლო მეორე მხრივ, დავოსში პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებებით, ღიად გამოჩნდა, რომ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ორი განსხვავებული პარადიგმა გადაიკვეთა.
„პრეზიდენტი სტრასბურგში გამოდის და ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიისკენ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ამ პროცესებს, მმართველი კოალიციის შერჩევითი სამართალი და ზეწოლა ტელევიზიაზე ხელს არ უწყობს და ქვეყანას მეგობარი ქვეყნების მხრიდან უფრო სერიოზული ყურადღება სჭირდება. მეორე მხრივ კი, დავოსში, ივანიშვილის განცხადება ვნახეთ, რომელსაც სრულიად სხვაგვარად ესმის - თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის სამსახური, როდესაც ამბობს, რომ ეკონომიკური მიმართულებით, რაც კი საქართველოში მთელი წლების განმავლობაში კეთდებოდა - არის ტყუილი და ბლეფი. ეს არის განცხადება, რითაც ცივილიზებულ ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ეუბნება, რომ აქ არ მოხვიდეთ. ერთადერთი, რომელთა გულიც ამ განცხადებით შესაძლოა, მოიგო - არიან კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები, რომელთაც სწორედ ამის გაგონება უნდათ და შეიძლება ამ განცხადებისთვის გარკვეული მოწყალებაც კი, გაიღონ“, - დასძენს დეპუტატი.