კობახიძე: სააკაშვილი ოპოზიციონერ მომიტინგეს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქვეყნის პირველ პირს

კობახიძე: სააკაშვილი ოპოზიციონერ მომიტინგეს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქვეყნის პირველ პირს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი  ოპოზიციონერ მომიტინგეს უფრო ჰგავდა,  ვიდრე ქვეყნის პირველ პირს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა გამოსვლებისთვის დელეგაციის სხვა წევრებს  დრო არ დაუთმო,  რომ მათ თავიანთი პოზიცია გამოეხატათ.

„მეჩვენებოდა, რომ ის იყო მომიტინგე, რომელიც თავის ამომრჩეველს ელაპარაკებოდა. როგორც ჩანს, პოლიტიკიდან თუ პრეზიდენტობის პოსტიდან  წასვლას სააკაშვილი ძალიან განიცდის  და მისი ეს ემოცია მის გამოსვლას ეტყობოდა“, - აცხადებს დეპუტატი.