ხმაური და შეხლა-შემოხლა სამტრედიის რაიონის სოფელ გომში - კახი კალაძის წინასაარჩევნო შეხვედრა დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეხვედარზე მისული სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირისპირების მონაწილეთაგან არცერთი არ იყო სოფლის კვიდრი და ისინი იქ შეგნებულად შეხვედრის ჩასაშლელად მივიდნენ. მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისგან დაჟინებით მოითხოვდა ტერიტორიის დატოვებას. ხელჩართული ჩხუბის დროს დაზარალდა ქართული ოცნების მხარდამჭერი მამაკაცი. აღსანიშნავია, რომ ინციდენტს რამდენიმე მეტრის მოშორებით თვალს ადევნებდა სამტრედიის პოლიციის უფროსი ამინო ადამია.