"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტრიპოლსკი ფშაველებს შეხვდა. პირველი შეხვედრა სოფელ თვალივში გაიმართა, სადაც ტრიპოლსკიმ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. მან დამოუკიდებელი სასამართლოს აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე განაცხადა რომ სახნავ-სათესი მიწები და ტყე გლეხებს დაუბრუნდება.
მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გლეხის მოსავალი დაზღვეული იყოს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლების რეაბილიტაცია იქნება. ასევე, მოსახლეობის დაზღვევა ასაკის მიუხედავად და საარსებო მინიმუმ პენსიის შესაბამისად ხელახლა დადგენა.