ქართული ოცნების კიდევ ერთი წინასაარჩევნო შეხვედრა, რომელმაც დაპირისპირების ფონზე ჩაიარა _ წალენჯიხაში, სოფელ ობუჯში მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ნაჭყეპიამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მან შეკრებილებს კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე მხარდამჭერმა შეხვედრის ჩაშლა სცადა. მათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს თაღლითები და ქვეყნის მოღალატეები უწოდეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.