„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აბაშაში "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი საბულუა აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მის მომხრეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი აბაშის რაიონის სოფელ მაიდანში ამომრჩეველთან შეხვედრისას მოხდა.
"შეხვედრაზე ნასვამი და აგრესიულად განწყობილი მამაკაცები მოვიდნენ, რომლებმაც ჩემთან შესახვედრად მოსულ ადამიანებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის ამსახველი კადრებიც გვაქვს, სადაც ეს აგრესიული ხალხი კარგად ჩანს. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და მოგზავნილები იყვნენ", - განაცხადა საბულუამ.