ალასანია ანაკლიაში (VIDEO)

ალასანია ანაკლიაში (VIDEO)

კოალიცია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია 7 თვის წინ დაკარგული ანაკლიელის გოგიტა აბულაძის მშობლებს შეხვდა. მან პოლიციელების მხრიდან ოჯახზე განხორციელებული ზეწოლა დაგმო. დაკარგულის დედამ ცინარა აბულაძემ ალასანიასთან შეხვედრისას ორი დღის წინ განვითრებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, მას პრეზიდენტთან შეხვედრა სურდა და იმ ქუჩაზე სადაც სააკაშვილს უნდა გაევლო, ტრანსპარანტებით იდგა, რა დროსაც მასთან ზუგდიდის პოლიციის უფროსი ლევან ქირია სხვა პოლიციელებთან ერთად მივიდა და ძალის გამოყენებით სახლის უკან გაათრია. ცინარა აბულაძეს მაჟორიტარობის კანდიდატი დაჰპირდა, რომ მას შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ყველა დამნაშავე პოლიციელი კანონის წინაშე აგებს პასუხს.