„ქართული ოცნების" გარემოს დაცვითი ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მალხაზ წერეთელთან ერთად სოფელ მღვიმევს ეწვია. ადგილობრივებთან შეხვედრის ძირითადი თემები ეკოლოგია და ჯანდაცვის საკითხები იყო. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ჭიათურაში მწვავე ეკოლოგიური პრობლემები მანგანუმის ღია წესით მოპოვებითა და სათანადო ნორმების დაუცველობით არის გამოწვეული. რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ტიპის დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს.