გიორგი გოგოხიასთან დაკავშირებით შსს ვიდეო მასალას ავრცელებს. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას გოგოხია. "ქართული ოცნების" ჩუღურეთის რაიონის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გოგოხია სოდ-მა სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავა. გოგოხიას ნარკოტიკის მოხმარებასა და შენახვაში ადანაშაულებენ. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ნარკოტიკი სწორედ სამართალდამცველებმა ჩაუდეს დაკავებისას, გარდა ამისა იყო დარღვევები გოგოხიას დაკითხვის დროსაც.