თელავში ინფო 9 ინფო9.ქომ.ჯის შეხვდა. ფსევდო ინფო 9-ის ჟურნალისტებს უჭირთ იმის დასახელება, ვინ არის მათი დირექტორი. პრეს-კარტაზე არც ბეჭედი აქვთ დასმული და არც ხელმძღვანელის ხელმოწერა. ინტერნეტში ინფო-9-ის ანალოგიური გვერდი რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მიზანმიმართული დისკრედიტაცია და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა,- ასე აფასებს სააგენტოს ხელმძღვანელი დუბლიკატი გვერდის გახსნას. გვერდს აქვს ანალოგიური სლოგანი, დიზაინი და ფერები თუმცა მაინც არსებობს რამდენიმე გასხვავება - ძირითადად შრიფტსა და ლოგოში.