პოლიტიკური კოლაიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს ბათუმში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. აფხაზეთიდან დევნილებმა ბიძინა ივანიშვილს აჭარაში ჩასახლებული 120 იძულებით გადაადგილებული ოჯახის პრობლემა გააცნეს. თავის მხრივ კოალიციის ლიდერმა დევნილებს მათი პრობლემების გადაჭრის მისეული ხედვა გააცნო.