კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა და კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა რუსთავში 19 აგვისტოს დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.
პრესკონფერენციაზე მათ რუსთავის რუქა წარმოადგინეს და მედიის წარმომადგენლებს აქციის საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხები დეტალურად განუმარტეს.
კოალიცია რუსთავში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ქალაქის მერიასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. კოლაიცია ასევე მოუწოდებს ადგილობრივ და საერთასორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს განახორციელონ აქციის მონიტორინგი.
რუსთავის აქციაზე წესრიგის დაცვას 500 კაციანი საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს. მოსამზადებელი სამუშაოები რუსთავში დილის 09.00 საათიდან დაიწყება. შატრავას მოედანზე, სადაც აქცია უნდა გაიმართოს ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აქციის დაწყებამდე 3 საათით ადრე შეიზღუდება. ზვიად ძიძიგურის განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შარტავას მოედნის გადაკეტვა ქალაქის ბლოკირებას გამოიწვევს.