პრეზიდენტის პირობა(VIDEO)

პრეზიდენტის პირობა(VIDEO)

"ძვირფასო დიღმელებო, ადგილობრივი არჩევნების წინ მე დაგპირდით, რომ თქვენთან ერთად გადავარჩენდით დიღმის ტყე-პარკს განადგურებისგან, ეს უნიკალური პარკი არის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე ზოლი, რომელიც შემორჩა თბილისს" -- ასე იწყება წერილი, რომელიც დიღმელებს მიხეილ სააკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში მიწერა. პრეზიდენტს დღეს პირობა ადგილობრივმა მოსახლეობამ შეახსენა. დიღმის ტყე პარკში რამდენიმე დღის წინ შემოღობილი ნაკვეთებიდან ერთი დღეს აიღეს, თუმცა ქალაქის უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო ზონაში ცხვრის ფარის და ღია კანალიზაციის არსებობის პრობლემა კვლავაც აქტუალური რჩება.