მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების წინასაარჩევნო შეხვედრები რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ღარში გაგრძელდა. ნაციონალური მოძრაობის მიერ ტრადიციულად მობილიზებული იყო ყვითელი ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები, რომლებსაც ონის სოფლებიდან, ასევე მეზობელი რაიონებიდან ორგანიზებულად მიჰყავდა მოსახლეობა და პარტიის აქტივისტები. სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფს განუცხადა, რომ შეხვედრა დახურული იყო და გადაღების საშუალება არ მისცა. შეხვედრა 15 წუთს გაგრძელდა. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს პრეზიდენტი მოსახლეობას სასმელი წყლის და გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებას დაპირდა