პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა რაჭის რამდენიმე სოფელში წინასაარჩევნო შეხვედრები გამართეს. სოფელ ხვანჭკარაში დღის 2 საათზე დანიშნული თითქმის 4 საათიანი დაგვიანებით დაიწყო. ადგილზე მისულ მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფს სამთავრობო დაცვის წევრებმა განუცხადეს, რომ შეხვედრა დახურულია და გადაღება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ნებადართული. პრეზიდენტთან შესახვედრად მოსახლეობა რაჭირს სხვადასხვა სოფლებიდან, ასევე ტყიბულიდან, ქუთაისიდან და სხვა ადგილებიდან სამარშუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით მიჰყავდათ. პრეზიდენტის კორტეჟის წასვლის დროს პოლიცია ხელს უშლიდა მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფს გადაღებაში. ამასთან, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ახდენდნენ ჩვენი გადამღები ჯგუფის წევრების ფოტო-ვიდეო გადაღებას.