8 აგვისტო, ვანში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ დაშვებული დროშებისა და მუსიკის ფონზე აღნიშნეს. „ინფო 9"-ს ვანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მიაწოდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ერთობიან „ნაციონალური მოძრაობის" ვანის რაიონული ორგანიზაციისა და გამგეობის წინ. კადრების ავტორის განმარტებით, გუშინ საღამოს ამ ფაქტს ვანის სამხედრო კომისარი ალექსანდრე შენგელიაც ესწრებოდა. ამ ინფორმაციას უარჰყოფს ვანის დეპუტატი პაატა ლეჟავა.