საჩხერს გამგებელი ზურაბ ცერცვაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ცერცვაძე სანაპიროს ქუჩის მცხოვრებთ შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივები გამგებელს წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემებზე ესაუბრნენ. სანაპიროს ქუჩის მოსახლეობას ყველაზე მეტად გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა და ლიფტის არარასებობა აწუხებთ. ხალხთან გამგებლის შეხვედრას „მედია ჯგუფის" წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ მეცხრე არხის გადამღები ჯგუფისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სცადეს.