კოალიცია "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა რუსთავის იუსტიციის სახლში განაცხადი შეიტანა და ქალაქ რუსთავში დარეგისტრირდა.
დღეიდან ზვიად ძიძიგურის ოფიციალური რეგისტრაციის ადგილი ქალაქი რუსთავი, თბილისის ქუჩა, კორპუსი #35, ბინა #35-ია.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მას როგორც რუსთავის მკვიდრს რუსთავში ხმის მიცემის უფლებაც აქვს და ამასთან შეუძლია მოთხოვოს, თუ რაში იხარჯება ამ ქალაქის ბიუჯეტი.