მორიგი უარი ქართულ ოცნებას. რუსთავის მერიამ კოალიციას 19 აგვისტოს გასამართი აქციისთვის ადგილების გამოყოფაზე უარი უთხრა. წერილში, რომელიც მერიაში შეიტანეს, 2 ტერიტორია იყო მითითებული, თუმცა მუნიციპალიტეტმა არცერთზე არ გასცა აქციის ჩატარების ნებართვა. რუსთავის თვითმმართველობამ უარი ასე ახსნა- ცენტრალური მოედანზე კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, მეგობრობის გამზირზე კი სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიამ კოალიციას რეკომენდაციით მიმართა და აქციის გასამართად ქალაქის მიმდებარედ არსებულ მინდვრები შესთავაზა. უარის შემდეგ ქართული ოცნება რუსთავის თვითმმართველობაში განაცხადის შეტანას განმეორებით აპირებს.