კონფლიქტისპირა სოფელში ხელისუფლების უყურადღებობას უჩივიან(VIDEO)

კონფლიქტისპირა სოფელში ხელისუფლების უყურადღებობას უჩივიან(VIDEO)

სოფელ მეღვრეკისში, რომლის იქითაც საქართველოს ტერიტორიას უკვე ოთხი წელია რუსეთის საოკუპაციო ჯარი აკონტროლებს, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის გამო ჩივიან.


სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ 1990-იანი წლების დასაწყისიდან სოფელში გამუდმებით სროლის ხმა ესმით, თუმცა განსაკუთრებით მძიმედ გასახსენებელი მათთვის 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდია, როდესაც მათი სოფელი რუსეთის საოკუპაციო ჯარმა დაიკავა, გადაწვეს საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, სოფლის დატოვება მოუხდა.

მოგვიანებით მეღვრეკისელები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდნენ.

კონფლიქტისპირა სოფელი, სადაც 300-მდე კომლი ცხოვრობს, გორიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში სახლების უმრავლესობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა და განადგურდა, დღემდე არ აღუდგენიათ.

სოფლის მოსახლეობა გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს - სახლების აღდგენას, გზების შეკეთებას, სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებას, სოციალურ შემწეობებს.

“ცოტა ჩვენც მოგვხედონ,” - აცხადებენ მეღვრეკისელები.

როგორ და რა პირობებში ცხოვრობენ კონფლიქტისპირა სოფელში ომიდან ოთხი წლის შემდეგ, ნახეთ ჩვენი ვიდეორეპორტაჟი სოფელ მეღვრეკისიდან.