სად ცხოვრობს და რა ქონების მფლობელია ლევან ვარშალომიძე? ხის ქოხი ბეშუმში თუ ბათუმის ცენტრში 8 ბინა. პრეზიდენტის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 8 წლის განმავლობაში სახლი ვერ აიშენა და ხის ქოხში ცხოვრობს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვარშალომიძე უძრავ ქონებას არ ფლობს თუმცა დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი მისი ოჯახის ქონებაზე - აჭარის პირველი პირის ძმა ქალაქის ცენტრში მდებარე კორპუსში 8 ბინას ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ვარშალომიძეების ქონებამ რამდენიმე მილიონს მიაღწია.