მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი, რომელიც კოალიცია ქართულიმ ოცნების ღია მხარდამჭერია მეცხრე არხთან საუბრისას მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. როგორც მან განაცხადა, ბოლო პერიოდში მის ტელეფონზე მიდის მუქარის გზავნილები, რომ თავი დაანებოს კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერას და ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას. ასევე, მას დაახლოებით ერთი თვის წინ საგურამოს გზაზე, როდესაც მოძღვარი ტაძარში მიდიოდა, ე.წ. ზონდერ ჯგუფი დახვდა, მისი მანქანა გააჩერეს და მოძღვრის შეშინება სცადეს. მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი აცხადებს, რომ დაუდგენელი პირები შეიარაღებულები იყვნენ. თავის დროზე მოძღვარმა ეს ამბავი არ გაახმაურა, რათა მოსახლეობა არ შეეშინებინა, თუმცა დღეს გადაწყვიტა რომ პერმანენტულ მუქარაზე მეცხრე არხთან ესაუბრა.