დღეს ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე ჩასულ ქართული ოცნების წევრებსა და ნაციონალებს შორის შეხლა შემოხლა მოხდა. ბეშუმში ჯერ პრეზიდენტი სააკაშვილი, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა. კურორტზე დილიდან მობილიზებული იყო ნაციონალთა რამდენიმე ასეული. იმ დროს, როცა პრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა, ბეშუმს ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა, თუმცა ოპოზიციის წევრებს კურორტის შესასვლელი მანქანებით ჩახერგილი დახვდათ. ისინი ტერიტორიაზე ფეხით შევიდნენ. პრეზიდენტის კორტეჟმა ტერიტორია მალევე დატოვა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქართული ოცნების მომხრეები ალყაში მოაქციეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ნაციონალების დაჯგუფება სცენასთან არ უშვებდა ბიძინა ივანიშვილს, ადგილზე კი პოლიციის მობილიზება დაიწყო. წითელ მაისურებში ჩაცმული ნაციონალები ჟურნალისტებსაც დაერივნენ.