ბიძინა ივანიშვილიმა სტიქიით დაზარალბული მოსახლეობის დასახმარებლად ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი ჩარიცხა კოალიცია „ქართულ ოცნებაში" დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს აღნიშნული თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა. ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი ჩარიცხა, რომელიც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციას უნდა მოხმარდეს. „რომ არა სტიქიით მიყენებული ზარალი, ბიძინა ივანიშვილი უკანონოდ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდიდა. ამ სახით მან იპოვა ერთადერთი კანონიერი გზა თუ როგორ დახმარებოდა დაზარალებულ მოსალხეობას"-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.