1 საათის წინ აგარასთან მატარებელმა მამაკაცი გაიტანა

1 საათის წინ აგარასთან მატარებელმა მამაკაცი გაიტანა

 „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 09:40 საათზე მოხდა.

„დღეს დილით, დაახლოებით 09:40 საათზე გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები.

„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.