დეპუტატამა ზაზა პაპუაშვილმა არჩევნების მეორე ტურისა და საზოგადოების განწყობებზე ისაუბრა დაამომრჩევლებსაც მიმართა:
„თუ მუდმივად დაიჯერებ ტყუილებს, მაშინ გამიჭირდება შენთან ურთიერთობა. მე თუ სადმე წავიფორხილე და დავეცი, უნდა წამომაყენო, თავზე კი არ უნდა გადამიარო. „ქართულ ოცნებას“ გარკვეული უდიდესი დამსახურება აქვს ქვეყნისა და უახლესი ისტორიის წინაშე.
ცრუ დაპირებებზე არ უნდა იყოს ლაპარაკი, აქ უნდა აღდგეს ის კომუნიკაცია, რა სასაუბრო ენაც გვქონდა მოსახლეობასთან. ეს კონტაქტი, მოფერება უნდა შედგეს, რაც გაწყდა. გაუცხოება მოხდა და ამის მინიმუმამდე დაყვანა შედეგს გამოიღებს. ქვეყანას ყელი არ უნდა გამოვჭრათ, არ უნდა გავებუტოთ“, - აღნიშნა ზაზა "პირველი არხის" ეთერით პაპუაშვილმა.