"ნაცბანდის წევრი გამარჯვებასთან ახლოსაც ვერ უნდა მივიდეს"

ბიზნესმენმა, ჯემალ ლეონიძემ მეორე ტურის წინ სურათი არც ისე მძიმე და ტრაგიკულია, როგორც გახმაურდა, რადგან ეს მხოლოდ არითმეტიკული ციფრებია. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მოიგო, 1%-მდე განსხვავებით, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას თავისი ამომრჩეველი მუდმივად ჰყავს და არავინ მომატებია.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და რეიტინგი არ ეყო, რადგან ქართულმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ყვითელი ბარათი აჩვენა.

„ეს „ქართული ოცნებისთვის“ პირველი ყვითელი ბარათი იყო და მათ ალბათ, გააცნობირეს, რომ თუ ასე გაგრძელდება, წითელ ბარათსაც მიიღებენ. მე პარტიის წევრი არ ვარ. არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ, ვიყო. ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი. ვერ ვიტყვი, რომ – აქტიური.

ნაცბანდის წევრებმა იციან, ამ არჩევნებში რა შრომა ჩადეს, რა თანხები დაარიგეს და ხალხში რა აგიტაცია გასწიეს. გასცეს დაპირებები, ვის ადგილზე ვინ უნდა დანიშნონ, როცა პრეზიდენტად ვაშაძე მოვა და გადატრიალების სახით ვადამდელ არჩევნებს მოახდენენ. ამით ბევრი წამოეგო ჩანგალზე, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი ვინ იქნება, ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია“, – განაცხადა "პირველი არხის" ეთერში ჯემალ ლეონიძემ.