ჟურნალისტი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოლიტიკურ მიმართვას აქვეყნებს:
"ნაცები, ეს არ არის პოლიტიკა! არავინ დამიკარგავს იმის გამო, რომ არის "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ან "ბურჯანაძის პარტიის" წევრი ან სხვა ნებისმიერი პარტიის წევრი! მაგრამ "ნაცობის" გამო, დიახაც, დავანგრევდი ოჯახს და საკუთარ შვილთანაც კი შევწყვეტდი ურთიერთობას!
"ნაცები" – ეს არის არაადამიანობა! სადიზმი, მანიაკობა, ძალადობა უბედურება და მე ნაღდად ვერ ვიცხოვრებდი ადამიანთან, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობის გამო ფეხებზე ჰკიდია სხვა ადამიანების ტანჯვა-წამება და უბედურება!!! ასე რომ მორჩით რა ამ დემაგოგიას – "როდემდე უნდა ვიყოთ ამისტები და იმისტები?"
არანაირი "ამისტები" და "იმისტები" არ ვართ! ჩვენ ვდგავართ ან კაციჭამიებთან, ან მათ წინააღმდეგ! მკვლელების წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკა არ არის!" – წერს სვანიძე.