ხვალინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალი გიორგი უშიკიშვილი:
„ხვალ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს ყველას ერთად. აუცილებელია ყველა მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი არჩევანი. თუ თქვენ გიყვართ თქვენი ქვეყანა და ზრუნავთ მის მომავალზე უნდა მიხვიდეთ და შეასრულოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი. ის რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია და თქვენს მისვლას აზრი არ აქვს ეს სპეციალურად გავრცელებულია რადგან თქვენ არ მიხვიდეთ და თქვენი ხმა სხვამ გამოიყენოს!
ყველა მეკითხება თუ მე ვის ვაძლევ ხმას. ბუნებრივია ვიცი და გადაწყვეტილი მაქვს.
რაც შეეხება თქვენს პირადში მოწერილ წერილებს თუ ვინ შემოხაზოთ, მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრათ!
ნებისმიერი სალომე ზურაბიშვილის გარდა!!!
დიდი მადლობა
#რუსეთიოკუპანტია“ -წერს გიორგი უშიკიშვილი