ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას "რუსთავი 2-ზე" გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
ივანიშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძეს მხარს არ დაუჭერდა, რადგან დავით ყიფიანი მისი კუმირია.
„ჟურნალისტები ცდილობდნენ, ეს ორი ადამიანი (ოთარ ფარცხალაძე და ლევან ყიფიანი) თავიანთი ინტერპრეტაციებით ჩემამდე მოეყვანათ. სინამდვილეში ჩანაწერიდან ჩანდა, რომ ყიფიანი მივიდა ფარცხალაძესთან ოფისში, შეაგინა და მან დაარტყა თუ სცემა. არ ვიცი, რეალურად რა მოხდა. დავიფიცებ ვისთანაც გინდათ" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.