ელენე ხოშტარია: “სააკაშვილი ხალხს უბრაზდება რას ჰქვია, მე გადამირჩიეთო…”

ელენე ხოშტარია: “სააკაშვილი ხალხს უბრაზდება რას ჰქვია, მე გადამირჩიეთო…”

“მიხეილ სააკაშვილი ხალხს უბრაზდება რას ქვია, მე გადამირჩიეთო, ნაცვლად იმისა, რომ გააზრებული ჰქონდეს ჩვენი შეცდომები ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, – ამის შესახებ „ევორპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემაში “პირველები” განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის პოლიტიკურ პორტრეტს განიხილავდნენ.

“სერიოზულად იღებს “ნაციონალური მოძრაობა” შეცდომებზე პასუხისმგებლობას და მომავალზე გველაპარაკება?! – არა, ხალხს უბრაზდება. 

დიახაც, იყო პრობლემა მედიასთან ურთიერთობის, დიახაც, ჩვენ დავუშვით შეცდომები, რომ არ იყო შესაბამისი კონტროლი ხელისუფლებაზე, დიახაც, ჩვენ გვქონდა დანაშაული ციხეში, გვქონდა პრობლემები ადამიანების უფლებების დაცვასთან, ამაზე ჩვენ ღიად ვესაუბრებით ხალხს. 

დავით ბაქრაძეს ამაზე ხმამაღლა საუბრობს, რომ ამ ქვეყნის შენების პროცესში სერიოზული შეცდომები დავუშვით, ის კი არა რომ – “ყველას შენება შეცდომა მოჰყვება”, არა, ჩვენ დავუშვით სერიოზული შეცდომები! მაგრამ აქედან გამოსავალი ის არის, რომ არ უნდა გავიჭედოთ ამ წარსულში იმ თვალსაზრისით, რომ უბრალოდ ჭაობში ვიქექოთ, გავუსწოროთ თვალი წარსულის შეცდომებს და დავინახოთ აქედან გამოსავალი,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.