ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სამი ტელევიზიის ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვიის დაგეგმილი ინტერვიუს თემას ეხმიანება:
„სისტემურად, რა თქმა უნდა ეს დღე ვეღარაფერს შეცვლის, თუმცა: პოლიტიკური ჭადრაკის პარტიას ვიხილავთ. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რას "ჩაუფენენ" მხარეები ინტერვიუს დღის განმავლობაში და შესაბამისად ვინ მიიღებს ნიუს-უპირატესობას. ერთი რამე უკვე ცხადია - დამთავრდა 10 საათზე ძილის ეპოქა", - წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქზე.
დღეს, ბიძინა ივანიშვილი 3 ჟურნალისტს ინტერვიუზე იწვევს. ივანიშვილთან ინტერვიუზე მივლენ "რუსთავი 2 დან" ეკა კვესიტაზე "ტვ "პირველიდან" დიანა ტრაპაიძე და"იმედიდან" ირაკლი ჩიხლაძე.