უკანდახევის შემთხვევაში გამარჯვებული ივანიშვილი დარჩება

უკანდახევის შემთხვევაში გამარჯვებული ივანიშვილი დარჩება

„მიწვევა მისი საქმეა, არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე", - ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის შეთვაზებას, რომელმაც „იმედის", „რუსთავის 2"-ის და „ტვ პირველის" ტოქ-შეუების წამყვანები ინტერვიუზე მიიწვია.

„ტვ პირველის" ჟურტანლისტმა ინგა გრიგოლიამ თავის „ფეისბუქ" გვერდზე დაწერა, რომ სიამოვნებით „ჩავიდოდა ამ ბრიფინგზე", მაგრამ მისი გადაცემა იმ დრომდე გრძელდება როცა ივანიშვილის ინტერვიუ იწყება და ფიზიკურად ვერ შეძლებს მიიღოს მონაწილეობა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ჟურნალისტების მხრიდან გაუგებარი ნაბიჯია უარის თქმა ინტერვიუზე მაშინ, როცა გაქვს შანსი პასუხი მიიღო ყველა კითხვაზე.

„ბიძინას ნაბიჯი გასაგებია, დაგროვილია კითხვების დიდი რაოდენობა, აგრეთვე პოლიტიკური ძალების ნეგატიური განწყობები სწორედ ამ ტელეარხებზე გაისმის. ჟურანლისტური თვალსაზრისით კი გაუგებარი ნაბიჯია უარის თქმა ინტერვიუზე მაშინ, როცა გაქვს შანსი დაუსვა კითხვები იმ ადამიანს და გაიგო მისი პოზიცია, რომელზედაც ამდენი ლაპარაკია. ამ შემთხვევაში გამარჯვებული ბიძინა ივანიშვილი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ძნელი სათქმელია აიღებდა თუ არა ის საკუთარ თავზე ამ საკითხების ტვირთს, ან გაეხსნა კვანძები ლოგიკური არგუმენტებით.

„ჟურანლისტების უკანდახევა მიანიშნებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ მოუგებთ და ის თემატიკა, რომლითაც უნდათ შევიდნენ პოლემიკაში, მათთვის მომგებიანი არ არის. ეს უკანდახევა კი ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ თემად მედიასაშუალებების კრიტიკის დროს", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.