“საქართველოს უნდა დავუთმო დედა” – სალომე ზურაბიშვილის შვილი

“საქართველოს უნდა დავუთმო დედა” – სალომე ზურაბიშვილის შვილი

"უკვე ჩამოვიდა ჩემი შვილი ქეთევანი. მალე ჩამოვა თემურიც. ეს არის ქართული ოჯახი, რომელიც ჩემ გვერდით დგას", - ამის შესახებ განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

"ყველაფერს ვერ ვუყურებდი. აქ ყოფნა მაინც სხვა რამეა, რომ ვნახე როგორი ხალხი მოდის და მხარს უჭერს დედაჩემს, ცოტა უკვე დავწყნარდი. საქართველოს უნდა დავუთმო ჩემი დედა. ძალიან დიდი ეტაპი იწყება ახლა და ვფიქრობ, თუ რამე შეიცვლება, კარგის მხრივ შეიცვლება", - ამბობს სალომე ზურაბიშვილის შვილი ქეთევან გორჯესტანი "იმედის კვირასთან".