ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ავუხდინეთ ოცნებაო, ხელის ბიჭები ვიყავითო... - „სხვათაშორის, 7 ნოემბერზე რომ ხშირად ვსაუბრობთ და შეცდომები დაუშვა მაშინ ხელისუფლებამ, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიულად 7 ნოემბრის ამბების ისე დასრულებას, იმედის დარბევას და ასე შემდეგ.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ თავის გადაცემაში ეკა კვესიტაძესთან ერთად.
პ.ს. ესე იგი, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი და რაც მთავარია იურისტი, ამბობს, რომ „ნაცხელისუფლება“ დაკვეთებზე მუშაობდა - კლავდა და არბევდა!...
ხელისუფლებამ, შემთხვევით, ხვალ გლდანის ეკლესიის დარბევის გამოძიება რომ დაიწყოს, გვარამია იტყვის რომ დარბევა იყო პატრიარქის სურვილი...
საინტერესო კაცია გვარამია, არავინ აწამებს და ლაყბობს, ეს რომ ერთი კვირით შეაგდონ საკანში და პარაშასთან დასვან, წარმოგიდგენიათ რას იზამს?“ - წერს მეფარიშვილი.