კორპუსებიდან ხალხი ცვივა - ამჯერად ბათუმში 51 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

კორპუსებიდან ხალხი ცვივა - ამჯერად ბათუმში 51 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო დღეებში ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ადამიანები სხვადასხვა მიზეზით საცხოვრებელი შენობებიდან ვარდებიან.