ორშაბათს, 22 ოქტომბერს, ნიუ იორკში, ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. "ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ადგილზე გამნაღმველები გამოიძახეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა სოროსის სახლთან საფოსტო ყუთში იყო მოთავსებული. ჯერჯერობით ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი არ დასახელებულა.
არსებობს ეჭვი, რომ თავად სოროსი ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის დროს სახლში იყო, თუმცა მედიაში ამის დამადასტურებელი ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებულა.