დარეჯან მეფარიშვილი: გრიგოლ ვაშაძის მარგალიტები...

დარეჯან მეფარიშვილი: გრიგოლ ვაშაძის მარგალიტები...

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მარგალიტები...

გრიგოლ ვაშაძე:

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ზუსტად გავიაზროთ რა გვჭირდება, ჩვენ თუ სილამაზეს ვირჩევთ, მაშინ სალომე ზურაბიშვილი უპირობო ლიდერია, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ ინტელექტუალურად ქალები კაცებთან შედარებით განუვითარებლები არიან, ხოლო ისინი, ვინც ამას არ აღიარებენ, ჩვეულებრივი პოპულისტები."

შურისძიება, რევანში, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, პოლიტიკური პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე!

ჩვენ გავიმარჯვებთ, რათა ქვეყანაში იყოს ერთიანობა, სიმშვიდე და განვითარება.

ჩვენ გავიმარჯვებთ, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისთვის.

ჩვენ გავიმარჯვებთ, რათა ქვეყანას მართავდეს დემოკრატიული, კოალიციური მთავრობა და არა კრიმინალური, შეიარაღებული ჯგუფები“, - წერს მეფარიშვილი.