თემურ გვალია „ნაციონალებს“: ცალ-ცალკე რა „საყვარლები“ ხართ და რომ გაერთიანდებით, ხომ საერთოდ!

თემურ გვალია „ნაციონალებს“: ცალ-ცალკე რა „საყვარლები“ ხართ და რომ გაერთიანდებით, ხომ საერთოდ!

მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში წერს:

„სასწაული ხალხი ხართ „ნაციონალური მოძრაობა“...

გრიგოლ ვაშაძე დარეგისტრირებულია საპრეზიდენტო არჩევნებზე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და გიორგი ვაშაძე გაჰყვირის: ჩვენ ეხლა გვინდა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კენჭი იყაროს „გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელითო! არადა კანონში წერია, რომ არჩევნების წინ კანდიდატის სახელის შეცვლა არ შეიძლება.

არაო, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალი“ არ არისო, ის „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატიაო?!

უფ, რა გიყვართ მთელს მოძრაობას საკუთარ წარმომავლობაზე უარის თქმა...

და ამ „გაერთიანებულ ოპოზიციას“, ვითომ განსხვავებული ხედვა აქვს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“?..

ისე „გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით რომ ეყარა ვაშაძეს კენჭი, შეიძლება უმრავლესობას მისთვის მიეცა ხმა..  დაჟე მეც...

ჯერ როგორი სიყვარულით ჟღერს: „გაერთიანებული ოპოზიცია“!!!

ცალ-ცალკე რა „საყვარლები“ ხართ და რომ გაერთიანდებით, ხომ საერთოდ.

დარჩა 9 დღე...“ - წერს გვალია.