მთელი დღის შემოტევის შემდეგ კოკა ყანდიაშვილმა თაკო ჩარკვიანს უპასუხა:
“თაკო, მესმის, რომ არასდროს გიჭრიდა კალამი, მაგრამ უწიგნურობის ასეთი გამოვლინება, არშემდგარი კულტურის მინისტრის მოადგილისგან, მთლად “მეფე შიშველიას” ტოლფასია….
ანუ, როგორც შენი, ჩემდამი მოძღვნილი ადუჟებული ნაცოდვარიდან ვარკვევთ, “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო” – ათი საუკუნის წინ, არა შოთა რუსთაველმა დაუტოვა საქართველოს, როგორც სიბრძნე – არამედ ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მომიძღვნა ეს – პირადად მე, თანაც როგორც “ფუნაგორია”?
თაკო, მამაშენის ხათრით, კი არ ხარ ღირსი, მაგრამ მაინც, ერთ უფასო რჩევას მოგცემ – უბრალოდ, აღარ დაწერო არაფერი, არც მე მომწერო, არც სხვას, გააუქმე შენი “ფეისბუქი”, არ გამოგდის მაინც და მთლად ბოლომდე ნუ დაიმარხავ თავს.
არც უნდა გვიკვირდეს, რომ რუსული “შტაბკვარწირის პრინცესა” – მხოლოდ ისეთი ადამიანი შეიძლება გახდეს, ვისაც “კოკასა შიდა რაცა დგას….” XXI-ე საუკუნეში დაწერილი, თანაც ფუნაგორია ჰგონია” – წერს კოკა ყანდიაშვილი.