საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ ზუგდიდში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები.
სანდრა რულოვსის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდა ქონდეს საშუალება, რომ როგორც პოლიტიკოსმა იმუშაოს თავისი ქვეყნისთვის. სანდრა რულოვსმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების საშუალება ნოემბერში ექნება:
"ჩვენ ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს 17 ნოემბერს და მინდა, რომ აქ აღვნიშნოთ. მესამე პრეზიდენტს უნდა ქონდეს საშუალება, რომ როგორც პოლიტიკოსმა იმუშაოს თავისი ქვეყნისთვის", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.