საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად ზუგდიდის ბაზარში მხარდამჭერებს შეხვდა და "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო ფლაერები დაურიგა.
სანდრა რულოვსის თქმით, მოსახლეობაში დიდი პროტესტის გრძნობაა და როგორც ბაზრის პერსონალი, ასევე მომხმარებლებიც დიდ უკმაყოფილებას გამოხატავენ დღევანდელი მთავრობით.
"ხალხის განწყობა ძალიან დადებითია, მოუთმენლად ელიან 28-ს, როდესაც შეეძლებათ გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება დღევანდელი მთავრობითა და განვითარებით. გაერთიანებული ოპოზიცია არის ის გუნდი, რომელიც ასეთ ადამიანებს ყოველთვის დაიცავს. რაც არ უნდა მუქარა იყოს, ვიცით, რომ ამას აქვს პოლიტიკური სარჩულილ და ჩვენ ამ ხალხს ყოველვის დავიცავთ."- განაცხადა სანდრა რულოვსმა.