რუსთავში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს და КГБ დააწერეს

რუსთავში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს და КГБ დააწერეს

რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს.

შეღებვის გარდა, როგორც სურათებიდან ჩანს, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებზე წითლად КГБ დააწერეს.

ოფისში მისულ პარტიის წევრებს ბანერები დაზიანებული დახვდათ, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. როგორც ოფისის თანამშრომლები ამბობენ საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოქმს ადგენენ.